დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს.
ბიუჯეტის პროექტს საკრებულოში თბილისის მერი, კახა კალაძე წარადგენს.
სხდომას შესაძლოა, ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ დაესწროს.
თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება. 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები.