ეკონომიკას კრიზისგან გამოსასვლელად მინიმუმ 5 წელი დასჭირდება – მსოფლიო ბანკი

“გლობალურ ეკონომიკას კორონავირუსის პანდემიის გამო მიყენებული კრიზისგან გამოსასვლელად მინიმუმ 5 წელი დასჭირდება” – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ეკონომისტმა, კარმენ რეინჰარტმა განაცხადა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

“როდესაც კარანტინთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა შესუსტდება, სავარაუდოდ, სწრაფი აღმასვლა დაიწყება. მაგრამ ეკონომიკის სრულად აღდგენას მინიმუმ 5 წელი დასჭირდება” – განაცხადა რეინჰარტმა.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ბოლო ოცი წლის განმავლობაში პირველად, სიღარიბის გლობალური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

წყარო: newposts.ge