ევროპა მესამე ვაქცინას ირჩევს – ევროკომისიამ ბაზარზე AstraZeneca-ს დაშვების ნებართვა გასცა

ევროკავშირის ბაზარზე კორონავირუსის წინააღმდე კიდევ ერთი ვაქცინის ნებართვა გაიცა. ამ შემთხვევაში, ევროკომისიამ არჩევანი AstraZeneca-ზე შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე ავრცელებს.

„დადებითი შედეგების ჩვენების შემდეგ, ახლახანს დავუშვით ვაქცინა AstraZeneca ევროკავშირის ბაზარზე. ველოდები, რომ კომპანია, მოლაპარაკების შესაბამისად, მოგვაწვდის 400 მილიონ დოზას” – წერს ის.

საერთო ჯამში, ევროკავშირი, 450 მილიონ მოსახლეზე 2,4 მილიარდ ვაქცინას მიიღებს სამი კომპანიისგან. ევროკომისიამ მესამე ქვეყნებისთვის ვაქცინის შესაძლო მიწოდების შესახებაც განაცხადა.

წყარო: itv.ge