როგორ მეომებით, მაგრამ ამ ომს წააგებთ – ანიტა რაჭველიშვილი მთავრობას

ქართველი საოპერო მომღერალი, მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული განცხადების შემდეგ, საქართველოს მთავრობას მიმართავს.

“როგორ მეომებით! როგორ ცდილობთ ყველანაირი უღირსი გზით ჩემი სახელის შებღალვას და ჩემს დამცირებას, მაგრამ ამ ომში სულ წაგებულები დარჩებით! იცით რატომ? იმიტომ რომ ჩემი გული და ჩემი სინდისი სუფთაა! ერთადერთი რაც მამოძრავებს არის ჩემი სამშობლოს და ჩემი ხალხის სიყვარული! ამით მიდგას სული და ამისთვის მიღირს სიცოცხლე და თქვენ რა გამოძრავებთ ყველამ კარგად ვიცით!” – წერს რაჭველიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ანიტა რაჭველიშვილი პირველ ქალ პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ომღერალს ქვეყნის რეპუტაციის მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის, 30 იანვარს ჰოლივუდის მსახიობმა, ჯენიფერ ენისტონმა „ინსტაგრამსა“ და “ტვიტერში” ქალი ლიდერების ფოტოები გამოაქვეყნა, მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფოტო.

ანიტა რაჭველიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილი „საქართველოს და ერის მოღალატეა და ასეთ პოსტებს არ იმსახურებს“.