ფეისბუკ-ტროლების სკანდალის შემდეგ ლაშა ნაცვლიშვილი საზოგადოებას ტელევიზიიდან ტროლავს

„ჩვენ, „ქართულ ოცნებას” გვყავს მილიონ 200 ათასი დეკლარირებული ამომრჩეველი, რომლის ალბათ 10-15 პროცენტი ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მთავარ მოედანზე”

– განაცხადა ყოფილმა პროკურორმა და ამჟამად “ქ. ოცნების” ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა წარმომადგენელმა, ამავე პარტიის მიერ კონტროლირებული, ლიბერალური იდეოლოგიის ტვ “იმედის” ერთ-ერთ გადაცემაში.