რუსულმა Sputnik V-მ 92%-იანი ეფექტურობა აჩვენა

კორონავირუსის რუსულმა ვაქცინამ, Sputnik V-მა 92%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

კვლევა სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.

Sputnik V-ის ტესტირების ბოლო ეტაპის შედეგების მიხედვით, რუსული ვაქცინა უსაფრთხოა.

ვაქცინის გვერდითი მოვლენები საშუალო სიმძიმისაა, ძირითადად ახასიათებს ტემპერატურის მატება და დაღლილობის შეგრძნება.

წყარო: newposts.ge