ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი

ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა გორის სამხარეო პოლიციის დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, როგორც საზოგადოებას ასევე ხელისუფლებასაც.

“უდიდეს მადლობას მოვუხდი ყველას ვინც გვერდით მედგა, მაგრამ განსაკუთრებით ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე  შვილებს. მე რასაც ვუყურე, სამწუხაროდ ინფორმაცია ნაკლები მქონდა, ასე გაერთიანებული ყველამ საქართველოს საქმე ვაკეთოთ,” – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ამ დროისთვის ვაჟა გაფრინდაშვილმა შსს-ს გორის სამხარეო პოლიციის შენობა უკვე დატოვა და ის ოჯახთან ერთად თბილისში, საკუთარ სახლში გაემგზავრა.

შეგახსენებთ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში  49 დღე იმყოფებოდა.

ვიდეო: