„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას შერიგების ნიშნად სათამაშო პისტოლეტი აჩუქა.
„ხელცარიელი არ მოვსულვარ. საჩუქარი მოვუტანე იაგოს“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას საპასუხოდ ხვიჩიამ განაცხადა:”ეს სათამაშო ყოფილა, ნაღდი მეგონა. სხვათა შორის, გუშინ უცნობმა მაჩუქა მელიის ტყავი. ახლა შენგან ეს საჩუქარი მექნება და ერთად დავკიდებთ”.
ცნობისთვის, რამდენნიმე დღის წინ იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას ნიკა მელიამ დაურეკა და დაემუქრა. სავარაუდო მუქარის გამო, ხვიჩია აცხადებდა, რომ იარაღის ტარების ნებართვას მოითხოვდა.