ბოლო 2 კვირაა პოზიტიური ტენდენცია გამოჩნდა, რომ გლობალურად ყოველდღიური ახალი შემთხვევები კლებისკენ არის, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, თუ ბოლო თვეებში ეს მაჩვენებელი 800 ათასს აჭარბებდა, ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ინფიცირების 400-500 ათასი შემთხვევა ფიქსირდება. მან ასევე ვაქცინაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„101 მილიონი ადამიანია უკვე აცრილი და ამ 101 მილიონი აცრიდან არცერთი სიკვდილი არ არის, როდესაც 104 მილიონი ინფიცირებულიდან 2, 260 000 სამწუხაროდ გარდაიცვალა. 2,1-2,2 არის გარდაცვალების პროცენტი. აქედან, მთავარი გზავნილი, რომ თუ გვინდა დავამარცხოთ და შევარჩიოთ პანდემია, ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.