ვაჟა გაფრინდაშვილი პრესკონფერენციას ეროვნულ ბიბლიოთკაში გამართავს

დღეს, 20:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მისი გათავისუფლების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს, – ამის შესახებ ექიმის შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრესკონფერენცია ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის „დამოუკიდებლობის დარბაზში“ გაიმართება .

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი  ცხინვალის საპატიმროდან დღეს გაათავისუფლეს.

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

წყარო: “ინტერპრესნიუსი’