თურქეთში კორონავირუსის ე.წ. “სამხრეთ აფრიკული” და “ბრაზილიური” შტამები დაფიქსირდა

თურქეთში კორონავირუსის ე.წ. “სამხრეთ აფრიკული” და “ბრაზილიური” შტამები დაფიქსირდ. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.

“ჩვენს ქვეყანაში ბრიტანული მუტაციის შემთხვევების რიცხვი 196-ს შეადგენს. ასევე დადასტურდა სამხრეთ აფრიკული ვარიანტის ორი და ბრაზილიური ვარიანტის ერთი შემთხვევა. გავაგრძელებთ ბრძოლას კომპრომისზე წასვლის გარეშე”,– განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების თავიდან აცილების მიზნით, თურქეთმა იანვრის ბოლოს ბრაზილიიდან, დანიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ფრენები შეწყვიტა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსის 2.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 26 000-ს აჭარბებს.

 

“რეპორტ.ჯი”