15 თებერვლიდან რესტორნებს და კაფეებს ღია სივრცის გახსნის უფლება ექნებათ

კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაკეტილი კვების ობიექტები 15 თებერვლიდან შეძლებენ გარე სივრცეებში მუშაობას. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოში რესტორნები და კაფეები დაკეტილია 2020 წლის ნოემბრის ბოლოდან.

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები უმძიმეს ფინანსურ კრიზისზე საუბრობენ და დიდი ხანია მოითხოვენ წესების დაცვით ობიექტების გახსნას. 6 თებერვალს ათეულობით რესტორანი გეგმავს დაუმორჩილებლობის აქციას და მუშაობის განახლებას, რის გამოც 10 000 ლარით დაჯარიმება ემუქრებათ.