ცნობილია, რა შეზღუდვები იხსნება 8 თებერვლიდან

მთავრობა შეზღუდვების ნაწილს ამსუბუქებს. შეზღუდვები ორ ნაწილად შემსუბუქდება 8 და 15 თებერვალს.

8 თებერვლიდან მთელ საქართველოში ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა. 8 თებერვლიდანვე გაიხსნება ბაზრობები.

15 თებერვლიდან სრულიად საქართველოში, ყველა სკოლაში სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. ამ დროიდან რესტორნების ღია სივრცეებში სტუმრების გამასპინძლებას შეძლებენ.