„ჩემთან უნდა დაწვეო…“ – შორენა ბეგაშვილმა ტელევიზიის დირექტორი ამხილა

შორენა ბეგაშვილი ამბობს, რომ ტელევიზიის დირექტორი ეკრანზე ყოფნის სანაცვლოდ სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობდა.

ტელეწამყვანმა და მოდელმა შორენა ბეგაშვილმა საკუთარ გადაცემის მონოლოგში განაცხადა, რომ ერთ-ერთი ტელევიზიის დირექტორი ეკრანზე ყოფნის სანაცვლოდ, მასთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებას სთავაზობდა.

შოუბიზნესის სკანდალური წარმომადგენელი პირად სივრცეს საჯაროდ არ განიხილავს. შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში უკანასკნელი პერიოდი პირველი შემთხვევაა, როდესაც ის გრძნობებს აღარ მალავს. დავით ბაგრატიონთან გასაიდუმლოებული რომანის და შემდეგ ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან საიდუმლო ქორწინების მერე მან ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი საკუთარ გადაცემაში განაცხადა, რომ ურთიერთობაშია.

“სპუტნიკი”