“პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი.. დაგვცინიან ცოტანი ხართო, მაგრამ შედეგი მოაქვს…”

ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში შეზღუდვების შემსუბუქებას ეხმაურება:

ტრასპორტი, სკოლები, ღია კვების ობიექტები..
პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი.. დაგვცინიან ცოტანი ხართო, მაგრამ შედეგი მოაქვს.
ამიტომ, ყველა უსამართლობა უნდა გავაპროტესტოთ და მიზანსაც მივაღწევთ!

– კომენდანტის საათი უნდა გაუქმდეს;
– ფიტნესი და მთის კურორტები უნდა გაიხსნას;
– უნივერსიტეტებში სტუდენტებმა უნდა იარონ;
– შაბათ- კვირას სახლში გამოკეტვას არ უნდა შევეგუოთ;
– ბიზნესს ყადაღა/ჯარიმა უნდა მოეხსნას და გადარჩნენ გაკოტრებას;
ამიტომ, ვისაც ეს ყველაფერი გაწუხებთ: შაბათს, საღამოს 8 საათზე პარლამენტთან. ერთად გავაპროტესტოთ!