ახალი არჩევნების დანიშვნის თემას ვერანაირი საკითხი ვერ გადაფარავს- ზაალ უდუმაშვილი

მმართევლი პარტიის შეთავაზებას, რომ ისინი მზად არიან განიხილონ საარჩევნო ბარიერის 0-3%-მდე დაწევა, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა შევა პარლამენტში, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში პასუხობენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი აღნიშნავს, ვერანაირი საკითხი ვერ გადაფარავს ყველაზე მნიშვნელოვან თემას, რომელსაც ახალი არჩევნების დანიშვნა ჰქვია.
“ბარიერის დაწევის შესახებ საუბარი ახალი ნამდვილად არაა. ეს საკითხი მოლაპარაკებების დროსაც განიხილებოდა, მაგრამ აქ მთავარია მეორე საკითხი – არანაირი საარჩევნო საკითხი ვერ გადაფარავს იმ მთავარ თემას, რასაც ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნა ჰქვია. ეს უნდა განიხილებოდეს პაკეტში.
ასე რომ, ჩვენი პოზიცია უცვლელია. მოსახლეობა ცვლილებებს ითხოვს და ამის ერთადერთი გზა ახალი არჩევნების ჩატარებაა.” – აღნიშნა უდუმაშვილმა.