“ფიზიკურ განადგურებაზე არ დაიხევს უკან, ეს ბანდიტური რუსული 90–იანი წლების სკოლაა” – “ქართუ ჯგუფის” ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი ივანიშვილზე

“ქართუ ჯგუფის” ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე, რომელმაც “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილსა და მეთოდებზე გასულ წელს ღიად ისაუბრა, ამბობს, რომ პროკურატურაში დაბარება სწორედ ამ მხილებას უკავშირდება.

მისივე თქმით, პოლიტიკურია ყველა ის საქმე, რომელიც ბოლო დროს გააქტიურდა, მათ შორის ნიკა გვარამიასა და ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივი დევნა.

გოგოლაძე “მთავართან” კიდევ ერთხელ საუბრობს რაზეა წამსვლელი ივანიშვილი საკუთარი მიზნების მისაღწევად:

“თქვენი გენერალური დირექტორი დაიბარეს, იქ ოქრუაშვილს ეძახიან, კიდე ვიღაცას დაიბარებენ, კიდევ მე დამიბარებენ, ანუ ვინც ჩაგვთვალეს ჩვენ რეჟიმის ან ივანიშვილის პირად მტრებად მიდის ზეწოლა და იქიდან იქნება ზეწოლა უზარმაზარი, იქიდან წამოვა დაკვეთა, დისკრედიტაცია ჩასვით ციხეში, უმაღლესი ზომა რომ იყოს – დახვრიტეთ, თუ მას არ გააჩერებენ… მაგრამ არამგონია მას ვინმე ყავდეს გარემოცვაში ისეთი ვისაც ენდობა, ერთ დროს ჩემს რჩევებს ითვალისწინებდა და შემიჩერებია არასასრუველი ნაბიჯების გადადგმისაგან, თორემ მის ნებაზე, რომ იყოს, ფიზიკურ განადგურებაზე არ დაიხევს უკან, არათუ ციხეში ჩასმაზე.

ეს ბანდიტური რუსული 90–იანი წლების სკოლაა, დისკრედიატაცია დაშინება” – ამბობს გოგოლაძე.

ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის ყოფილი წევრი არც მის დაკავებას გამორიცხავს და ამბობს, რომ მოწმეების მოსყიდვასაც არ მოერიდებიან:

“არ გამოვრიცხავ, იმ ორი ძირითადი მოწმიდან, მანქანაში ვიჯექით 4, ეს მისი სტილია, მიეცით ერთი მილიონი, ორი… ცოტაა? – ხუთი მიეცით და შეაცვლევინეთ ჩვენება, დააწერინეთ, რომ აიძულეს, ზემოქმედება მოახდინეს, ამ შემთხვევაში გამიშვებენ ციხეში, აუცილებლად ჩაერევიან ამაში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები, ეჭვიც არ მეპარება ამაში. მე დაბარების არ მეშინია ” – ამბობს ელდარ გოგოლაძე

გოგოლაძის პროკურატურაში დაბარება, 90–იან წლებში აშშ–ის ცენტრალური სააგენტოს აგენტის ფრედი ვულდროფის საქართველოში მკვლელობას უკავშირდება, რა საქმეზეც გოგოლაძე FBI–მ გაამართლა, თუმცა ისხვალ 12 საათზე საქართველოს პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს.

წყარო: მთავარი არხი