„კობახიძის დამსახურებაა ის, რომ მისი მხრიდან ძალიან არაჯანსაღი ვითარება იყო შექმნილი ყოფილი პრემიერის კვირიკაშვილის მიმართ.
ვინც „ქართულ ოცნებაში“ დარჩა არ იტყვიან, მაგრამ ვინც „ქართული ოცნება“ დატოვა, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა გეტყვით ერთ რამეს, რომ კობახიძე არის მატყუარა. ეს ბიჭი ისე იტყუება, რომ თვალს არ ახამხამებს – იმდენ ტყუილს ჰყვებოდა გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით ივანიშვილთან. ეს ჩვენ ცოტა მოგვიანებით გავიგეთ. სამწუხაროდ, მეც მაშინვე არ მქონდა ეს ინფორმაცია, იმიტომ, რომ ასეთი თემებით არც დაკავებული ვიყავი და არც ამის დრო მოქონდა. მოგვიანებით, როცა შიგნით გაჩნდა გარკვეული დაძაბული კერები სრულიად განსხვავებული მენტალობის ადამიანების გამო, კვირიკაშვილი ძალიან ცდილობდა, როგორც პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე, რომ დაელაგებინა და დაებალანსებინა დაძაბულობა. მას მართლა ჰქონდა გავლენა და ავტორიტეტი უმრავლესობაში, რომ უფრო მშვიდი პროცესი ყოფილიყო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.