ავარია თბილისის ზღვასთან მსხვერპლით დასრულდა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიისას ერთი ადამიანი დაიღუპა.

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.