რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ მოსკოვმა და თბილისმა დიალოგის შესაძლებლობა უნდა მოძებნონ და არ გაამწვავონ პრობლემები, შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ არველაძე ამბობს, რომ დიალოგი აუცილებელია, თუმცა როგორც რუსეთთან, ისე აფხაზებთან და ოსებთან.
“როდისმე სადმე გაკეთებულა საქმე, სადაც ლანძღვა-გინების მეტი არაფერი არ არის? ხომ გამორიცხულია, რომ ამითი რაღაცას მიაღწიონ არა? ჩვენ თუ გვინდა რომ რაღაცას მივაღწიოთ, აუცილებლად უნდა იყოს დიალოგი, რა თქმა უნდა, როგორც აფხაზებთან და ოსებთან, ასევე მიმაჩნია რომ რუსეთთან. იმიტომ რომ მთავარი ფიგურა რუსეთი რომ არ არის, ამას რათ უნდა დიდი მსჯელობა და ანალიზის გაკეთება?“ – განაცხადა რევაზ არველაძემ.