რუსთაველზე კარვები აიღეს – გაბრაზებული ელენე ხოშტარია ნაგვის მანქანაზე აძვრა

სულ ცოტა ხნის წინ  თბილისში, რუსთაველის გამზირზე დადგმული კარვები მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა აიღეს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. აღებულია მოძრაობა “სირცხვილია”-ს, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის მიერ გაშლილი კარვები. ადგილზე უკვე მივიდა პარტია “ევროპული საქართველო”-ს წარმომადგენელი, პარლამენტარი ელენე ხოშტარია, რომელიც დასუფთავების მანქანაზე აძვრა  და ცდილობს თანამშრომლებს მუშაობის საშუალება არ მისცეს.

პარლამენტის წინ იკრიბებიან “ნაციონალები” და მათი მხარდამჭერები, ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რის გამოც პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.