რუსეთის და პოლონეთის ისტორიულ დავაში ამერიკის ელჩიც ჩაერთო

აშშ-ს ელჩმა პოლონეთში ჯორჯეტ მოსბახერმა ადოლფ ჰიტლერს და იოსებ სტალინს მეორე მსოფლიო ომის დამნაშავეები უწოდა. წარმოშობით ებრაელ ამერიკის ელჩს ალბათ არ აწყენდა ოსვენციმის მუზეუმში გასეირნება, მაგრამ მას ეს არავინ შესთავაზა.

ელჩის კომენტარი გაკეთდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის განცხადებებზე, რომელმაც ახლახანს შეახსენა მსოფლიოს, რომ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ, კერძოდ კი პოლონეთმა, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ფაშისტურ გერმანიასთან ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ პოლონეთის ელჩი გერმანიაში, იოზეფ ლიფსკი, მხარს უჭერდა ადოლფ ჰიტლერის ზოგიერთ იდეას და პოლონეთის მთავრბას შესთავაზა, რომ მისთვის ძეგლი აღემართათ ვარშავაში …

გასულ კვირას, პრეზიდენტი პუტინის ამ სიტყვების გამო, რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი გამოიძახეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მისი თქმით, მას ჰქონდა “მკაცრი, მაგრამ სრულიად კორექტული” საუბარი.

ამერიკელმა ელჩმა მოსბახერმა კი პოლონეთს “კონფლიქტის უნებლიე მსხვერპლი” უწოდა და თავის “ტვიტერის” გვერდზე დაწერა:

“ეს იყო ჰიტლერის და სტალინის საიდუმლო შეთანხმება, რის გამოც მათ დაიწყეს მეორე მსოფლიო ომი” …

რუსმა პოლიტიკოსებმა მკვეთრად დაგმეს ვარშავის პოზიცია, რომელიც არ მიიჩნევს თავს პასუხისმგებლად მეორე მსოფლიო ომის გაჩაღების გამო.

სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა პოლონელ კოლეგებს მოუწოდა, ბოდიში მოეხადათ ლიპსკის ანტისემიტური განცხადებების გამო, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ გააკრიტიკა პოლონეთის მხარე, ისტორიის გადაწერის მცდელობაში, პოლიტიკური კონიუკტურიდან გამომდინარე.

კვირას, პოლონეთის პრემიერ მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ გააკრიტიკა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერა და სინამდვილეში ღიად დაადანაშაულა საბჭოთა კავშირი ჰიტლერულ გერმანიასთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის დაწყების საქმეში.