გახდება თუ არა წერილი საჯარო?!

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ მთავრობა თანახმაა გასაჯაროვდეს წერილი, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუგზავნა და რომელშიც, კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, „საუბარია პროექტის განვითარების პერსპექტივებზე“.

,ის საინვესტიციო შეთანხმება, რომლის მხარეებიც ვართ საქართველოს მთავრობა და კონსორციუმი, ითვალისწინებს კონფიდენციალობის მუხლს. ჩვენი მხრიდან შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თანახმა ვართ, ეს წერილი გასაჯაროვდეს. ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ ინვესტორის თხოვნის შესაბამისად და დავიცავთ კონფიდენციალობას, მაგრამ ამავდროულად, მივესალმებით, თუ თავად უზრუნველყოფენ მის გასაჯაროვებას. ამის შემდეგ, მზად ვართ, ამომწურავი კომენტარი გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით,“- განაცხადა დავით ჯავახაძე