“ასე უაზროდ და უმისამართოდ როგორ უშვებთ შვილებს?!” – ემიგრანტი ეთო სულაქველიძე შემზარავ პოსტს აქვეყნებს
02.01.2020 12:54
ქართველი ქალბატონი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი ეთო სულაქველიძე იტალიიდან ეხმაურება სოც. ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც მოტყუებული გოგონა შველას ითხოვს.
“ასე უაზროდ და უმისამართოდ როგორ უშვებთ შვილებს..უუუუფ…დაარეკინეთ ვინმეს ..ეს ჩემი ნომერია 3806396028” წერს სულაქველიძე .
შეგახსენებთ, რომ სოც,ქსელში გავრცელდა ქართველი გოგონას სულის შემძვრელი ვიდეო იტალიიდან, სადაც ის შველას ითხოვს:
“არ ვიცი სად ვარ.მატარებელში ვზივარ და სადღაც მივდივარ,ვინც დამასაქმა,სცადა სექსუალურად ეძალადა.გავექეცი,ამ მატარებელს სად მივყავარ არ ვიცი მიშვლეთ !!!”-ამბობს გოგონა.