ავლაბარში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაცით, ყვითელი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი მგზავრი, მძღოლი კი მსუბუქად დაშავდა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”