ირანმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს გეგმები აურია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, იძულებული გახდა, ახალი წლის დასაყისში გეგმები შეეცვალა – ასე, პომპეოს ვიზიტი 3-იდან 7 იანვრამდე არ შედგება უკრაინაში, ბელარუსში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და კიპროსზე. მიზეზი – მასობრივი ძალადობრივი პროტესტი ბაღდადში, აშშ-ის საელჩოსთან, რომლის უკან ვაშინგტონის ადმინისტრაცია ირანის ისლამურ რესპუბლიკას მოიაზრებს.

გაცოფებული პომპეო, ნაცვლად ვიზიტებისა, იძულებულია, ურეკოს ერაყის პრემიერ-მინისტრ ადელემ აბდელ მაჰდის და მას პროტესტები გამოუხატოს. ამერიკელი მინისტრის აზრით, ერაყი ვალდებულია, მომავალში აღკვეთოს ამერიკულ დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმები. ამავე დროს, ბუნებრივია, პომპეო არაფერს ამბობს ამერიკის დანაშაულებრივ პოლიტიკაზე, პენტაგონის მიერ ორგანიზებულ მკვლელობებზე, რის საპასუხოდაც აღშფოთებული ერაყელები გამოვიდნენ საპორტესტო აქციაზე.

შეგახსენებთ, რომ მასობრივი აქცია აშშ-ის საელჩოსთან ბაღდადში 31 დეკემბერს დაიწყო და გამოწვეული იყო აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ პროირანული შიიტური დაჯგუფების, “ქატაიბ ჰისბულას” დაბომბვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა 25 დაღუპულის და დაახლოებით 50 დაჭრილის სახით. დაღუპულები 31 დეკემბერს ბაღდადში დაკრძალეს და დაკრძალვის შემდეგ ხალხმა ამერიკის საელჩოს მიაშურა. როგორც ერაყის ხელისუფლება იტყობინება, დღეს, 2 იანვარს, ხალხი საელჩოს წინ არ არის და ქალაქში სიმშვიდეა.

31 დეკემბრის აქცია სერიოზული პოლიტიკური დარტყმაა ამერიკელებისთვის, ისინი ერაყის დედაქალაქში, ე. წ. “მწვანე ზონაშიც” ანუ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზოლშიც ვეღარ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ.