კითხვაზე, რა ბედი ელის ანაკლიის პორტს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა,რომ მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტას არ აპირებს და ვალდებულებების შესრულების ვადას წლის ბოლომდე აძლევს.
მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტას არ აპირებს და ვალდებულებების შესრულების ვადას წლის ბოლომდე აძლევს.
“მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გვაძლევს სრულ უფლებას, მოვშალოთ იგი დღესვე იმის გათვალისწინებით, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ვერ შეასრულა ვერც საკუთარი კაპიტალის მოპოვების ვალდებულება და ვერც ბანკებთან წინასწარი შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რომ ჩვენ არც ერთ ოპონენტს, მათ შორის კონსორციუმს და არც პოლიტიკურ ოპოზიციას, ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მთავრობას დააბრალონ რაიმე სახის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამ პროექტის განხორციელებაში, ჩვენ არ ვისარგებლებთ ამ უფლებით და ჩვენ მივცემთ კონსორციუმს საშუალებას ბოლომდე ამოწუროს თავისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს და მოიპოვოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე საერთაშორისო ბანკებიდან სახსრები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილის თქმითვე, მიესალმება ინვესტორიების არსებობას, რომლის შესახებაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
„ მე დღეს მოვისმინე კონსორციუმის სამეთვაყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრის განცხადება, რომ 5 -6 ინვესტორი ჰყავს კონსორციუმს განხილვის რეჟიმში. ცხადია, მივესალმებით ინვესტორების არსებობას, სწორედ ამის გამო, არ შევწყვეტთ ამ ხელშეკრულებას და კონსორციუმს მივცემთ შესაძლებლობას და მის ინვესტორებს, რომ მიაღწიონ შეთანხმებებს იმისთვის, რომ ამ პროექტში მოიზიდონ საკუთარი კაპიტალი“, – აღნიშნა მინისტრმა