გიორგი გამსახურდია ოჯახის სახელით მადლობას უხდის ბიძნა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ყველა სამთავრობო სტრუქტურას, ვინც ჩართული იყო ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთის რეპუბლიკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის პროცესში – იუწყება “აიპრესი“.
ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში აქვეყნებს გიორგი გამსახურდიას ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელიც მისივე განმარტებით, ვარშავაში მივლინებით მყოფმა გამსახურდიების ოჯახის წევრმა “ტვიტერში” გამოაქვეყნა, სადაც მითითებულია, რომ ცოტნე გამსახურდიას თურქეთში გადაყვანისა და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადაჭრილი იქნა ფონდი “ქართუს” მიერ.
გიორგი გამსახურდია ამავე წერილში იმედს გამოთქვამს, რომ ცოტნე გამსახურდიას მიმართ განხორცილებეულ კრიმინალურ აქტში დამნაშევე პირებს ქართული მართლმსაჯულება სათანადო პასუხს გასცემს.
შეგახსენებთ, რომ დაზარალებული ცოტნე გამსახურდია, რბილად რომ ითქვას, კრიტიკულად არის განწყობილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მის საწინააღმდეგო არაერთი შინაარსის წერილი აქვს გამოქვეყნებული სოციალურ ქსელში. იგი ასევე მკვეთრად ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელს, ილია მეორეს.