გენერალ სოლეიმანის მკვლელობის გამო თბილისში ირანის საელჩოსთან აქცია გაიმართება

საქართველოში ირანის საელჩოსთან ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამგლოვიარო აქცია გაიმართება – იუწყება “ინტერპრესნიუსი“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოდან აცნობეს, სამგლოვიარო-სოლიდარობის აქცია 16:30 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა, რასაც აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობის გამწვავება მოჰყვა.