თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, ასევე მათ ვინც მაგისტრატურაზე სწავლობს და დედაქალაქშია რეგისტრირებული სწავლას დაუფინანსებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სტუდენტს მაღალი ქულები ექნება.

საკითხი დღეს სხდომაზე ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს. ამისთვის თბილისის ბიუჯეტში მილიონ 300 000 ლარია გამოყოფილი.

“ცვლილებები შევიდა სოციალური სტუდენტების დაფინანსების წესში. 70 000 ქულიდან გაიზარდა 150 000 ქულამდე და თუ ისინი წარმატებით ისწავლიან შესაბამის სემესტრებში მიიღებენ შესაბამის დაფინანსებას. ასევე მაგისტრატურის საფეხურზე თბილისში რეგისტრირებული სტუდენტები, რომლებსაც ექნებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, ამის საფუძველზე მათ დაუფინანსდებათ ასევე სწავლის გადასახადი,” – განაცხადა თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანმა.

დღესვე საკრებულოს წევრებმა მუნიციპალური ინსპექციის ახალი ხელმძღვანელი უნდა დაამტკიცონ. დეპუტატებს სულ შვიდი საკითხი აქვთ განსახილველი.

 

“რუსთავი2”