“როგორ ბედავს, როგორ გამოდის და თითის ქნევით როგორ გველაპარაკება მე, თქვენ და იმ გაჭირვებულ ხალხს, ვინც მის ხელფასს ვიხდით“ – ამის შესახებ გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ჩალაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“მე ვერ მივხვდი, თუ ვის ვიყურებდი. ვუყურებდი შევარდნაძის ჩინოვნიკს, ვუყურებდი ქუთაისელ ჩაკუზულ ბიჭს თუ ვუყურებდი საჯარო მოხელეს, რომელიც მოწიწებით უნდა ესაუბროს თავის ადამიანებს. როგორ ბედავს, როგორ გამოდის და თითის ქნევით, როგორ გველაპარაკება მე, თქვენ და იმ გაჭირვებულ ხალხს, ვინც მის ხელფასს ვიხდით”,- განაცხადა ჩალაძემ.