აშშ-ირანის დაპირისპირებაში სომხეთი ნეიტრალიტეტს იცავს

ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა “ფეისბუკის” საშუალებით. მან აღნიშნა, რომ სომხეთი მეგობრობს როგორც აშშ-სთან, ისე მეზობელ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან:

“სომხეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს და განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, სომხეთის საგარეო მინისტრმა ირანელ ხალხსა და ირანის მთავრობას სამძიმარი გამოუხატა, ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ირანი ჩვენთვის მეგობარი ქვეყანაა, ისევე, როგორც აშშ. ამიტომ ასეთ სიტუაციაში ჩვენ ვერ ვიქნებით ჩათრეულნი ანტიირანულ ქმედებებში, ასევე ვერ ჩავერთვებით ანტიამერიკულ ქმედებებში. ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ მოვუწოდებთ პარტნიორებს ირანსა და შეერთებულ შტატებში, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებსაც შეუძლიათ რეგიონსა და საერთაშორისო ურთიერთობებში ისედაც დაძაბული გარემო კიდევ უფრო დაძაბონ” – აღნიშნა პაშინიანმა “ფეისბუკით” გამოსვლისას.