აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საუბრებზე წვდომა მოიპოვა. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.
“ბაიდენს ზარების შესახებ ყველა მასალა აქვს”, – განუცხადა გამოცემას ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომელმა.
Politico აღნიშნავს, რომ ტრამპი უცხოელ ლიდერებთან საუბრებს “მაქსიმალურად იცავდა”, სანამ ხელისუფლებაში იყო. ზოგჯერ ის საუბრებზე წვდომას თავის თანამშრომლებსა და კაბინეტის წევრებსაც კი უზღუდავდა. საუბრებს არ წერდნენ, თუმცა ასისტენტები, რომლებიც, როგორც წესი, მათ უსმენდნენ, შემდეგ შინაარსს იწერდნენ. მიღებული შედეგების სტენოგრამები აშშ-ის არქივებისა და დოკუმენტაციის ეროვნულ სამმართველოს ეგზავნებოდა.
ტრამპის ერთ-ერთმა ყოფილმა მრჩეველმა გამოცემას განუცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი იშვიათად ეუბნებოდა პუტინს იმას, რასაც საჯაროდ იძახდა.