სინოდის სხდომაზე არ მიმიწვიეს, კანონის თანახმად აუცილებლად უნდა იყოს განხილული ჩემი საკითხი – პეტრე ცაავა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ არ იცის, 11 თებერვლის სინოდის სხდომაზე მისი საკითხი განხილული იქნება თუ არა.

მისივე თქმით, ის სინოდის სხდომაზე არ მიიწვიეს.

„სინოდის სხდომაზე არ მიმიწვიეს. კანონის თანახმად, აუცილებლად უნდა იყოს განხილული ჩემი საკითხი. ასევე კანონის თანახმად, მღვდელმთავრებს საკითხები უნდა მისვლოდა, თუ რა საკითხებს განიხილავენ, მათ შორის, მეც, მაგრამ ვაი, რომ უკანონოდ იმართება და კანონიკური სამართლის ჩარჩოებიდან გასული პატრიარქის ხელმძღვანელობით სინოდი და სინოდის სხდომები“, – განაცხადა პეტრე ცაავამ „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.