200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა კატეგორია გაიზარდა

200 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენა გრძელდება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, კომპენსაციის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა, რის შედეგადაც სახელმწიფო დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზრდება.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ რეგისტრირებულია 11 900 განაცხადი.

პირებს, რომლებსაც ეკუთვთინ კომპენსაცია განაცხადის წარდგენა 22 თებერვლამდე შეუძლიათ.

 

“რუსთავი2”