მამალაძის არშეწყალებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა მეუფე იაკობმა
“იმ ადამიანს ჭკუა აქვს, რომელიც ახლა პატრიარქს ბრძოლას გამოუცხადებს? ნამდვილად მოსაკითხია, ყველაზე მოსაკითხია აბსოლუტურად. აბა რა იციან, რა უნდათ, რას იძახიან. ერთი არის, რომ იძახი და მეორეა, რას ამტკიცებ და რას არა. პასუხი უნდა მიიღონ რაც ეკუთვნით, ისე. რჯულის კანონს იძახიან, მიიღებენ რჯულის კანონს. იმ სიმართლესაც ვნახავთ, ერთმანეთს რატომ იცავენ ასე, რა ცოდვამ დააკავშირა მაგენი ერთმანეთთან.
თუ შეიწყალებს პრეზიდენტი, შეიწყალებს რა. ჩემთვის დეკანოზი კი არა, იცით რა არის საკვირველი? სოხუმი უნდა გაწუხებდეთ, აფხაზეთი უნდა გაწუხებდეთ და ცხინვალის რეგიონი. ასევე, ნებისმიერი პატიმარი. მაგი რომ ოდნავ მართალი ყოფილიყო, პატრიარქიც დაუდგებოდა, მეც დავუდგებოდი. აუცილებლად გონიერება გვმართებს. სიფრთხილე, სიფხიზლე და ყველაფერი აბსოლუტურად. არ უნდა შეგვეშალოს თორემ შეიძლება შეცდომას გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. რაც დროს გადის და რაც უფრო მივდივართ მეორედ მოსვლისკენ, ბოროტი უფრო გავეშებულია და ხედავთ რომ ეკლესიაზე როგორი შეტევები ხდება, როგორი შეტევები მიდის. მაგრამ არ შეგეშინდეთ რა… იმიტომ რომ ჩვენმა მაცხოვარმა დააარსა ეს ეკლესია და ვერავითარი ბოროტი, ბოროტზე აყოლილი ადამიანები ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებენ. მთავარია სარწმუნოება გვქონდეს დიდი და ძლიერი,”-აცხადებს მეუფე იაკობი.