აშშ-ის სენატმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გადაწყვეტილება 56-ი 44-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული. ტრამპის წინააღმდეგ ხმა ექვსმა რესპუბლიკელმა მისცა.
შესაბამისად, ექსპრეზიდენტისთვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით იმპიჩმენტის პროცესი სენატში ოთხშაბათს განახლდება და სავარაუდოდ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო, ყოფილ პრეზიდენტს ამბოხისკენ წაქეზებაში ადანაშაულებენ.
წყარო: itv.ge