„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ამბობს:
„პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი არის კრიზისის გამწვავებაში. კრიზისი უნდა გამწვავდეს, შიგნიდან, გარედანაც – მხედველობაში მაქვს წინააღმდეგობის, პოლიტიკური წინააღმდეგობის ფორმატით. ოპოზიციას არ უნდა გაეპაროს თვალი, ფეხი, სული და გული უკანონო, მათიკაშვილის სახელობის პარლამენტისაკენ.
ამას დაერთვება, აღშფოთებული და განწირული ხალხის მოძრაობა. ამას მოჰყვება და ნახავთ, რომ აშშ-დან ძალიან მალე წამოვა სერიოზული მამხილებელი განცხადებები.
იმედია, მერე ევროპაც გამოფხიზლდება, გამოიღვიძებს და შემცირდება ბიძინასგან დაფინანსებული ევროელიტის უპასუხისმგებლო და სამარცხვინო განცხადებების რაოდენობა. საბოლოოდ ხელისუფლება მოექცევა იზოლაციაში, ივანიშვილის მილიარდეებს დაემუქრება დაყადაღების საფრთხე და აი, ამ დროს ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნები“