ბრიტანეთის პრემიერი ტრამპს ერაყის ოკუპაციაში არ დაეხმარება

უკვე დიდი ხანია, ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის ექსცენტრიული პრემიერ-მინისტრი ბრიუს ჯონსონი კიდევ უფრო ექსცენტრიული აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საზოგადოებას ერიდება, ყოველ შემთხვევაში, ბრიტანეთში არსებულ საზოგადოებრივ აზრს, რომელიც ტრამპის წინააღმდეგაა, ანგარიშს უწევს (შდრ. აქ). ეს დამოკიდებულება ერაყის პოლიტიკაზეც აისახა:

ტრამპის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, დიდი ბრიტანეთი მზად არის, ერაყიდან სამხედროები გაიყვანოს, თუ ამას ქვეყნის ხელისუფლება მოითხოვს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა.

„ჩვენ პატივს ვცემთ ერაყის სუვერენიტეტს. თუ ქვეყნის ხელისუფლება ჩვენი სამხედროების გაყვანას მოითხოვს, მზად ვართ ამისთვის. ამჟამად ერაყის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა მათ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გაგრძელების აუცილებლობაში დავარწმუნოთ“, – განაცხადა უოლესმა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ერაყში დაახლოებით 400 ბრიტანელი სამხედრო იმყოფება. ისინი ბაღდადის მახლობლად, „ეთ-თაჯის“ ბაზაზე არიან დისლოცირებულები.

5 იანვარს ერაყის პარლამენტმა ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას დაუჭირა მხარი, ირანმა კი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ბაღდადში აშშ-ის ძალებმა ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს.

ინფორმაციის წყარო: “იმედინიუსი