ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა “ტელეგრამზე” გამოაქვეყნა საკუთარი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარების სავალდებულოობის მოხსნის შესახებ.
თუმცა, ამ გადაწყვეტილების პარალელურად განსაზღვრა ჯგუფები, ვისთვისაც პირბადის მოხმარება ძალაში რეკომენდაციის სახით რჩება:
„ვიძლევით რეკომენდაციას პირბადეების ტარებაზე მათთვის, ვინც მიეკუთვნება რისკ-ჯგუფს, ან ჯერაც არ დაინფიცირებულა. ასევე ნიღბის ტარება რეკომენდებულია აცრის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში“ – განაცხადა კადიროვმა.
ამასთან, ჩეჩნეთის ლიდერის გადაწყვეტილებით მოიხსნა ყველა შეზღუდვა რესპუბლიკის საზღვრების გადაკვეთაზე – სხვა რეგიონების წარმომადგენლებისთვის ეს აკრძალვა 2020 წლის ივლისიდან მოქმედებდა.
შესაბამისად, ჩეჩნეთი გახდა რუსეთის უკვე მეორე რეგიონი, სადაც პირბადეების სავალდებულო ტარება მოიხსნა.
მანამდე ეს გადაწყვეტილება უდმურტიის ხელისუფლებამ მიიღო.
წყარო: newposts.ge