ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა,

„კომიტეტის მიერ დამტკიცდა იმ აქტივობების სამოქმედო გეგმა, რომელსაც განახორციელებს კომიტეტი. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებების სფერო, მით უმეტეს იმ რთულ პერიოდში, რომელშიც ცხოვრება გვიწევს, მუდმივად ცვალებადი იქნება და შესაბამისად, ყველა იმ საკითხს, რომელიც შეიძლება მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს ჩვენი მიმართულებისთვის, ყველაფერს მოიცავს ჩვენი სამომავლო საქმიანობა.

რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ეს არის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რიგი საკანონმდებლო ინიციატივებისა, რომელთა დაკავშირებითაც მოგვიწევს მუშაობა და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება თითოეულ ინიციატივასთან დაკავშირებით აქტიური დისკუსია. იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ თავი გავართვათ იმ ამბიციურ გეგმას, რომელიც კომიტეტის მიერ დამტკიცდა. განსაზღვრულია რამდენიმე ძირეული საკანონმდებლო აქტი, მათ შორის პერსონალური მონაცემების კანონმდებლობის გადახედვა, გასათვალისწინებელია ასევე საკითხები სისხლის სამართლის საპროცესო უფლებებთან მიმართებაში, ეკონომიკურ უფლებებთან მიმართებაში და ფიზიკური პირებისთვის ფინანსური წნეხის შემსუბუქების კუთხით. თითოეულ ამ ინიციატივასთან აქტიური მუშაობა გვექნება.

მთავარი გამოკვეთილი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის საზედამხედველო ფუნქციების ეფექტურად განხორციელება, რაც უკავშორდება წინა წლებში, მათ შორის შარშან მიღებული მნიშვნელოვანი საკანონმდრბლო აქტების ინპლემენტაციის პროცესზე ზედამხედველობას, მათ შორის არის ბავშვის უფლებათა კოდექსი, სოციალური მუშაობის შესახებ კანონი, შშმ პირთა უფლებების კანონი და ასე შემდეგ” – განაცხადა სარჯველაძემ.

წყარო: itv.ge