კახა კალაძე: ნიკა მელიას დაჭერა არ გვიხარია, მაგრამ მასზეა დამოკიდებული, იქნება გარეთ, თუ შევა ციხეში!
“ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია, საუბარია კონკრეტულ დანაშაულზე, შესაბამისად, მას მოუწევს გირაოს გადახდა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ, რომ ის არ გდაიხდის, თუმცა ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ასეთი სცენები და დარწმუნებული ვარ, გირაოს გადახდა მოხდება. შეიძლება, პირდაპირ არა მისი მხრიდან, მაგრამ მოხდება მისი მეგობრების მხრიდან.
თავისთავზეა დამოკიდებული, იქნება გარეთ, თუ შევა ციხეში. ჩვენ, არც მე, არც ჩვენს თანაგუნდელებს დაჭერა არ უხარია, მაგრამ როდესაც დანაშაული გაქვს, თან ასეთი მძიმე, გვახსოვს ჩვენ 20 ივნისს როგორი მოწოდებები კეთდებოდა და როგორ ხელმძღვანელობდა პარლამენტში შეჭრას, შემდეგ კი გაიპარა და ეს ახალგაზრდები შეატოვა პოლიციას პირისპირ. ასე რომ, ცუდი იყო ის, რაც მოხდა და იმედი მქვს, მომავალში არ განმეორდება” – განაცხადა კახა კალაძემ.
წყარო: ptn.ge