ამერიკული “ფეიკ-ნიუსი” ირანის წინააღმდეგ და რეალური პასუხი ტრამპს

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ირანში ტრამპის თავზე ჯილდო გამოცხადდა 80 მილიონი დოლარის ოდენობით – გენერალ სოლეიმანის მკვლელობის სანაცვლოდ.

ეს უფრო ამერიკული ტრადიციებია, როდესაც დამნაშავეების დაკავებასა ან მოკვლაზე ფულადი ჯილდოები ცხადდებოდა “ველურ დასავლეთში”. ირანში მსგავსი არაფერი ყოფილა.

როგორც ლიბანის პროირანული გასამხედროებული ორგანიზაციის, “ჰისბულლას” ლიდერმა, შეიხმა ნასრულამ 6 იანვარს განაცხადა თავისი მრავალრიცხოვანი მხარდამჭერების წინაშე: “ტრამპის თავი არ შეიძლება შევადაროთ გენერალ სოლეიმანის ფეხსაცმლის ძირსაც-კი. სამართლიანი შურისძიება იქნება რეგიონიდან ამერიკელების გაძევება” – აღნიშნა მან.

მართლაც, ირანის რეაქცია ამერიკული ბანდიტიზმის წინააღდეგ არ არის ნაჩქარევი და პანიკური. პირიქით, გამოიკვეთა შორს გამიზნული პოლიტიკა – ერაყის მთავრობის ზეწოლით (ერაყში ირანს დიდი გავლენა აქვს) ამერიკელებმა უნდა დატოვონ ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანა. აშშ-ის მოქალაქე სამოქალაქო პირებმა ერაყი უკვე დატოვეს, ჯერი სამხედროებზეა, რომელთა გაყვანაც ერაყის პარლამენტმა და მთავრობამ უკვე მოითხოვეს ოფიციალურად. ტრამპი ჯიუტობს, არ სურს ჯარების გაყვანა, მაგრამ როგორც ამერიკელი გენერლის სილის წერილი მოწმობს, ამერიკელი ჯარისკაცების საბრძოლო მორალი ერაყში მაღალ დონეზე არ უნდა იყოს – ისინი მზად არიან გასაქცევად.