გერმანიამ ლოქდაუნი 7 მარტამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, კორონავირუსის მუტაციების გავრცელება საფრთხის შემცველია და ზომების გახანგრძლივებაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში კორონავირუსის 2,315,679 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 64,203 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2,087,600-ს შეადგენს.
წყარო: itv.ge