რამდენ ხანს მოუწევს ზურა ჟვანიას შვილს ციხეში ყოფნა და რას ამბობს გოგი თოფაძე – “და­ვინ­დეთ… სხვა რაღა გავაკეთოთ”

2 ივ­ლისს, ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და პო­ლი­ტი­კო­სის, გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი მძი­მედ დაჭ­რეს. მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვაჟი, ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნია იყო.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, თო­ფა­ძეს მის­სა­ვე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

ბინესმენი გოგი თო­ფა­ძე ამ­ბობს, რომ თვე­ე­ბის წინ დაჭ­რი­ლი მისი შვი­ლიშ­ვი­ლი თავს უკეთ გრძნობს, თუმ­ცა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის გერ­მა­ნი­ა­ში მის წაყ­ვა­ნას მა­ინც აპი­რე­ბენ.

“ლე­ვა­ნი უკე­თა არის, თუმ­ცა ვე­ლო­დე­ბით, რომ ცოტა ჩა­ცხრეს ეს პან­დე­მია და აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვიყ­ვანთ გერ­მა­ნი­ა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ბუ­სას, მას მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­წყო­ბენ ხელს, ჩვენ ხელს არა­ფერ­ში შე­ვუშ­ლით. ერთ წე­ლი­წად­ში გა­მო­ვა ალ­ბათ (ნა­ხე­ვა­რი წელი მოხ­დი­ლი აქვს) და ჯამ­ში წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის მოხ­და მო­უ­წევს, ამას მეც და­ვუ­ჭერ მხარს. ყვე­ლას ვე­ლა­პა­რა­კე, დე­და­მის­საც და ვუ­თხა­რი, უცებ არა­ფე­რი გა­მო­ვა-თქო.

კაცს 7-დან 15 წლამ­დე მუხ­ლი ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი და წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარს მო­იხ­დის. ჩვენ მხარს და­ვუ­ჭერთ და გა­მო­ვა, და­ნარ­ჩე­ნი თვი­თონ გა­და­წყვი­ტონ, რო­გორ გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას, კი­დევ ჩა­ი­დენს თუ არა მსგავსს. მა­გის­თვის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა ხომ არ ყო­ფი­ლა?

სხვა­თა ­შო­რის, ლე­ვანს მას­თან შე­რი­გე­ბაც უნ­დო­და, გულ­ში არა­ფე­რი ჩა­უ­დია. და­ვინ­დეთ… სხვა რაღა შეგ­ვიძ­ლია?” – აღ­ნიშ­ნა გოგი თო­ფა­ძემ.