ციხეში, მამალაძესთან შესულ გვარამიას პატიმრებმა აგინეს

„მთავარი არხი“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ამბობს, რომ როდესაც შობის ღამეს ციხეში, დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად შევიდა, პატიმრებმა ე.წ „პრახოდი“ მოუწყვეს და მას შეურაცხყოფა მიაყენეს.

„სამი კორპუსი დგას მიყოლებით და მეოთხე არის საავადმყოფოს კორპუსი, სამივე კორპუსიდან, ფრონტალური, გვერდითა და უკანა. როგორც კი გავდიოდი ბადრაგთან ერთად ამ მიმართულებას ე.წ „პრახოდი“ განმეორდა. არა ვარ მთლად უწყინარი ადამიანი, არ გინების სფეროში ვარ გამოუცდელი, მაგრამ მთლად ეგეთი სიტყვებიც არ გამიგია. არც საკუთარი და არც სხვისი მისამართით, რომ გითხრათ რომ მეწყინა არა, რომ გითხრათ რომ სულ ერთი იყო ეს ყველაფერი – არა“,- ამბობს ნიკა გვარამია.