„ჩემი დის მეუღლეა… არც მე მომ­წო­ნა მისი ძა­ლი­ან მწა­რე გა­მოს­ვლე­ბი,მაგ­რამ ეს ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბაა ” – პეტრე კოლხი დეკანოზ ჭიღლაძეზე

ერთ-ერთი მღვდელმსახური, რომლის საკითხიც გუშინ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სი­ნოდ­მა გა­ნიხილა, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ქარ­თუ­ლი სამ­რევ­ლოს მღვდელმსა­ხუ­რი დე­კა­ნოზი ილია ჭიღ­ლა­ძეც იყო. სინოდის წევრთა განცხადებით, დე­კა­ნო­ზი სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის იერ­არ­ქთა მი­სა­მარ­თით დიდი ხა­ნია, უკი­დუ­რე­სად შე­უ­რა­ცხმყო­ფელ და ცი­ლისმწა­მებ­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს.

მამა პეტ­რე კოლ­ხი მასთან დაკავშირებიტ მიმართვას აქვეყნებს. აღმოჩნდა, რომ დე­კა­ნოზ ჭიღ­ლა­ძესთან ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი აქვს:

„მთე­ლი ღამე არ მი­ძი­ნია და სა­კუ­თა­რი სინ­დი­სის წი­ნა­შე არ ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი, არ თქვა ჩემი მო­საზ­რე­ბა…ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თვალ­წინ ხდე­ბო­და… ის ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და. წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა და სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ი­რი­ცხა. ყვე­ლას ახ­სოვს მისი სტუ­დენ­ტო­ბა… აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბა. პა­ტი­ოს­ნე­ბა და ღირ­სე­ბა. ზა­ლი­ან ბევრ კარგ ის­ტო­რი­კოს­ზე უკეთ იცის სამ­შობ­ლოს ის­ტო­რია, წყა­როთმცოდ­ნე­ო­ბა და ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბა…მახ­სოვს მისი ჯან­სა­ღი და სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ეკ­ლე­სი­ა­ზე, მრევლზე, ქვე­ყა­ნა­ზე.

ის არ მოხ­ვედ­რი­ლა ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში შემ­თხვე­ვით, იმის გამო, რომ სხვა­გან ვერ და­იმ­კვიდ­რებ­და ად­გილს. ის წარ­მა­ტე­ბით გა­ნაგ­რძობ­და გზას, სა­მეც­ნი­ე­რო სფე­რო­ში…ზუს­ტად მახ­სოვს, რო­გორ გა­ნიც­დი­და, როცა მღვდლად ხელ­დას­მა­ზე არ­ჩე­ვა­ნი მიდ­გა. დიახ, ეს იყო მისი არ­ჩე­ვა­ნი… არა ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბის გამო, (რო­გორც ეს ხში­რად ხდე­ბა) არა­მედ მარ­თლაც თავ­და­დე­ბით ჩად­გა ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­სა­ხურ­ში…

ვიცი მისი ხა­სი­ა­თი, არას­დროს შე­ე­გუ­ე­ბა უსა­მარ­თლო­ბას, სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბას, არა­ნამ­დვი­ლო­ბას… არც მე მომ­წო­ნა მისი ძა­ლი­ან მწა­რე გა­მოს­ვლე­ბი, შე­ეძ­ლო მეტი კო­რექ­ტუ­ლო­ბა, მაგ­რამ ეს ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბაა და ხა­სი­ა­თიც იმ­დე­ნია, რამ­დე­ნიც ადა­მი­ა­ნი… დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა და არც ერთი მხა­რე და­ზა­რალ­დე­ბა.

არ მსურს ჩემ­მა ეკ­ლე­სი­ამ დე­კა­ნოზ ილია ჭიღ­ლა­ძის­ნა­ი­რი პროგ­რე­სუ­ლი, ნა­კი­თხი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი და­კარ­გოს… ის არ და­ი­კარ­გე­ბა, გზას ყველ­გან მო­ნა­ხავს, ადა­მი­ა­ნე­ბი კი, ეკ­ლე­სი­ა­ში მისი არ ყოფ­ნით ბევ­რს და­კარ­გა­ვენ… ისიც ვიცი, მას ვე­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს და მისი გა­მოს­ვლე­ბის მხო­ლოდ პრო­ლო­გია… არ მინ­და ში­ნა­არსზე გა­და­ვი­დეს…

და ბო­ლოს, დე­კა­ნო­ზი ილია ჭიღ­ლა­ძე ჩემი დის მე­უღ­ლეა… მე სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტად მიყ­ვარს ჩემი და, მისი ორი ან­გე­ლო­ზი შვი­ლით და არ მსურს, პა­ტა­რებ­მა უსა­მარ­თლო­ბა, ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბა ნა­ხონ… ჩვენ ვალდე­ბუ­ლი ვართ, ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე დავ­ფიქრდეთ!.. დავ­სვათ ობი­ექ­ტუ­რი კი­თხვა, რა აწუ­ხებს უცხო­ეთ­ში გა­დახ­ვე­წილ სა­სუ­ლი­ე­რო პირს?! პა­სუხს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­ვი­ღებთ… მთა­ვა­რია კი­თხვის დას­მის სურ­ვი­ლი გაგ­ვიჩ­ნდეს!“ – წერს პეტ­რე კოლ­ხი.

 

“რეზონანსი”