საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. მოხარული ვარ, რომ დაიწყო მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე, იმედი მაქვს, პარლამენტი გაითვალისწინებს კომისიის დასკვნებს და მიიღებს შესაბამის ცვლილებებს – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ეფექტური იყო და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა.
“არჩევნების შეფასებაზე უკვე მოვისმინეთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადება, მათ შორის ეუთოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ასევე ბოლო შეფასება ევროკომისიისა. ეს არჩევნები იყო ეფექტური და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო სიტუაციები რომელიც გამოსწორებას საჭიროებს. მოხარული ვარ, რომ დაიწყო მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე. იმედი მაქვს პარლამენტი გაითვალისწინებს კომისიის დასკვნებს და მიიღებს შესაბამის ცვლილებებს“ – აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.
წყარო: ptn.ge