ნიკა მელიას პოლიტიკური დევნა – გაერთიანებული დემოკრატიული ოპოზიცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ნიკა მელიას პოლიტიკური დევნა – გაერთიანებული, დემოკრატიული ოპოზიცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

ხელისუფლების ოპონენტები ცინიკურსა და აბსურდულს უწოდებენ გირაოს გადახდის მოთხოვნას იმ პოლიტიკოსისთვის, რომელსაც ქვეყანა არ დაუტოვებია და ისედაც ითხოვს მისი საპარლამენტო მანდატის გაუქმებას.

განცხადებაში აღნიშულია, რომ მელიას საქმე ნათელი დასტურია თუ რა მეთოდებით იბრძვის “ქართული ოცნება” ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ყოველივე ეს კი საფრთხეს წარმოადგენს ის საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.

“ივანიშვილის პროკურატურამ პარლამენტს, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად თანხმობისთვის მიმართა.

ჩვენ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები მივიჩნევთ რომ ეს და ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ბრძოლას, რომელსაც კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასა და სამართლიანობასთან.

ცინიკური და აბსურდულია გირაოს გადახდის მოთხოვნაც იმ პოლიტიკოსისთვის, რომელსაც ქვეყანა არ დაუტოვებია უშუალოდ დაკავების საფრთხის წინაც კი და ისედაც ითხოვს მისი საპარლამენტო მანდატის გაუქმებას. მელიას საქმე ნათელი დასტურია თუ რა მეთოდებით იბრძვის ქართული ოცნება ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ის საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.

ნიკა მელიას დაპატიმრება ან დაპატიმრების მომზადების მედია პროცესის შექმნა, ისედაც რადიკალიზებული პოლიტიკური გარემოს მეტად პოლარიზების შესაძლებლობას აჩენს, რაც მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს.

ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ოპონენტების სისხლის სამართლებრივი წესით დევნა, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, ამასთან მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას, სადაც შეთანხმება მიიღწევა ახალი არჩევნებისა და ახალი საარჩევნო წესების შესახებ” – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ლელო

ევროპულისაქართველო

ეროვნულ დემოკრატიული პარტია

ლეიბორისტული პარტია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

რესპუბლიკური პარტია

ახალი საქართველო

ევროპული დემოკრატები

ქრისტიან კონსერვატიული პარტია

გირჩი-მეტი თავისუფლება – ზურა ჯაფარიძე

ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის

ემსახურე საქართველოს

გამარჯვებული საქართველო

თავისუფალი დემოკრატები

სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის სამართლიანობისთვის

კანონი და სამართალი

სტრატეგია “აღმაშნებელი”

ტრიბუნა

ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა

ახალი ქრისტიან დემოკრატები

ელენე ხოშტარია

ირაკლი ღლონტი

შალვა შავგულიძე

შალვა შავგულიძე