ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ეთანხმება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის აზრს იმის შესახებ, რომ ვაქცინები და სამკურნალო საშუალებები კორონავირუსს წლის ბოლოსთვის ჩვეულებრივ დაავადებად აქცევს.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
“ვფიქრობ, რომ რაღაც პერიოდში კორონავირუსი ისეთ დაავადებად იქცევა, რომელთან ერთადაც ჩვეულებრივად ვიცხოვრებთ. ზოგიერთი ვირუსის მიმართ უფრო მოწყვლადი იქნება, ზოგი არა, ეს გარდაუვალია” – განაცხადა ჯონსონმა.
წყარო: ptn.ge